ჰააგის სპეციალური სასამართლო ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს ჩარლზ ტეილორის განაჩენს გამოაცხადებს.
მას ბრალი ედება როგორც სამხედრო დანაშაულებებში, ასევე დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ.
გამოძიების მიერ წარმოდგენლილი საქმის მასალების მიხედვით, ჩარლზ ტეილორი პასუხისმგებელია ლიბერიის მეზობელ სახელწიფოში - სიერა-ლეონეში 1990-იან წლებში სამოქალაქო ომის დაწყებაში.
დანაშაულის ჩამონათვალში, რომელიც მას დაუმტკიცდა შედის ტერორიზმი, მკვლელობები, სექსუალური ძალადობა, ჯარში ბავშვების გაწვევა და სხვ.
ტეილორი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური შეთქმულების მსხვერპლია.
იგი პირველი ექს-ლიდერი, რომელიც ნიურბერგის პროცესის შემდეგ საერთაშორისო სასამართლომ ბრაბლდებულად სცნო.