."ჯი-ეიჩ-ენი". ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე შეშფოთებას ევროპაც გამოთქვამს. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, კეტრინ ეშტონის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნის მიხედვით, არჩევნების პროცესში მედია მიკერძოებული იყო, არ არსებობდა ზღვარი პარტიასა და ხელისუფლებას შორის და ასე...
კინოთეატრ „ამირანის" მცირე დარბაზში თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი, ფრანგი რეჟისორი ლეო კარაქსი დღეს 21:00 საათზე ჟურნალისტებს და დამსწრე საზოგადოებას შეხვდება. შეხვედრა კარაქსისთან მისი ფილმის „ცუდი სისხლის" შემდეგ შედგება. ცნობისთვის, ფრანგი კინორეჟისორი, ...
დღეს, 7 დეკემბერს, 15:00 საათზე, გაეროს სახლში გაიმართება ადამიანის უფლებების თემაზე სტუდენტების მიერ შექმნილი საუკეთესო 1-3 წუთიანი ფილმების გამოსავლენად გამართულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსი ორგანიზებულია საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უ...
სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდენები, არჩევნების ფალსიფიკაციის გამო, 10 დეკემბერს სრულიად რუსეთის საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ. Facebook-ში შექმნილი ჯგუფი უკვე აერთიანებს 4 ათასზე მეტ ადამიანს, ხოლო ქსელში Вконтакте ორი ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. მოსკოვში გასამართი აქცია, რომლის ორგანიზატორი...
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საერთაშორისო დამკვირვებლებს შენიშვნას აძლევს. ცესკო-ს თავჯდომარესთან, ვლადიმერ ჩუროვთან შეხვედრისას მედვედევმა განაცხადა, რომ ისეთი საკითხი, როგორიც პოლიტიკური პარტიების რაოდენობაა, რუსეთის მთავრობის პრეროგატივაა და მასში გარე ძალა არ უნდა ჩაერიოს. მედვედევის თქმით, მალე ალბათ რუსე...
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია" ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი", რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა პოლიტიკოსი და მეცნიერი, პროფესორი ნესტან კირთაძე. როგორც ნესტან კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში ე...
რუსთავი 2-ის ოპერატორი დღეს გამთენიისას გაათავისუფლეს. ამის შესახენ ინფორმაციას თავად ტელეარხი ავრცელებს. იგი ოქმის შედგენისა და 500 რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაუშვეს. მოსკოვისა და პეტერბურგის აქციებზე წუხელ 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს, რომლებიც არჩევნების შედეგებსა და პუტინის რეჟიმს აპროტესტებდნე...
დღეს, 7 დეკემბერს, პარლამენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს ელოდებიან. კალმახელიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ახალი სასჯელის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს. ცვლილების მიხედვით, შეიქმნება თავ...
დღეს, 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ეკონომიკურ მრჩევლების საბჭოს წევრებთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი 2011 წელს განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა...
დღეიდან, 7 დეკემბრიდან, საგანგებო და სპეციალური სამსახურების მხოლოდ ახალი ფორმატის სატელეფონო ნომრები იმუშავებს. ცვლილების პირველ ეტაპზე ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების 0X(X) ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრები შეიცვლა 1XX ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრებით და ისინი შემდეგი სახის გახდა: სახანძრო - სამაშველო სამსახურის ნომრები ...
დღეს, 7 დეკემბერს, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიურ ანგარიშს წარადგენს . გამოცემაში გაანალიზებულია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული ცვლილებები და განხილულია 2009-2010 წლებ...
დღეს, 7 დეკემბერს, 16:00 საათზე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისის სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართება. შეხედრაზე მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები დირექტორებს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემას გააცნობენ. 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებ...
7 დეკემბერს, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თსუ-ში სემინარს გამართავს. სემინარის თემაა - "ოჯახში ძალადობის ფენომენი და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმები". ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური წრეების ცნობიერების ...
დღეს, 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის - "შემოდგომის ლეგენდა 2011" - დაჯილდოების საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე გამოვლინდებიან კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელები, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივე...
დღეს, 7 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების არქეოლოგიური კოლექციების გამოფენა. თბილისში პირველად მოხდება გერმანიის ქალაქ ბოხუმში ქართული არქეოლოგიის მასშტაბურ გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტების ექსპონირება. პროექტის ფარგლებში თ...