რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ მე-16 დაწესებულების კარცერში არც ერთი პატიმარი აღარ რჩება. ყველა მსჯავრდებული საკუთარ საკნებში დააბრუნეს.
მე-16 საპყრობილესთან რჩება რამდენიმე მშობელი. გუშინ, გვიან ღამით დაწესებულებაში შეუშვეს და საკუთარ პატიმრებთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს. პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ მათ დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და აქცია შეწყვიტეს.
როგორც საპყრობილედან გამოსულმა მშობლებმა განაცხადეს, პატიმრებმა პრობლემების მოგვარების შემდეგ შიმშილობაც შეწყვიტეს. სიტუაცია რუსთავის მე-16 დაწესებულებასთან მას შემდეგ განიმუხტა, რაც სასჯელაღსრულების მინისტრმა დაწესებულების ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.