სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ზოოპარკში, სპილო სახელად „კოშიკ" ალაპარაკდა. „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, სპილომ საკუთარი მომვლელების მიერ წარმოთქმული სიტყვების კოპირება ისწავლა. ხშირად სპილო „საუბრისას" იყენებს სიტყვებს: „სალამი", „დაჯექი" და „კარგი".
ვენის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, სპილო სიტყვების მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს, თუმცაღა ის ფაქტი, რომ სპილომ ადამიანის სიტყვების გამეორება მოახდინა, ეს მეცნიერთა კვლევის საგანი გახდა.