პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის წლის ბოლომდე ძველი შემადგენლობით შეიკრიბება. როგორც შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ განაცხადა, 17 ან 18 ნოემბერს შეწყალების კომისია ძველი შემადგენლობით შეიკრიბება. მისივე თქმით, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა იანვრიდან გახდება ცნობილი.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ნოემბერში კომისია ძველი შემადგენლობით შეიკრიბება და ეს შემადგენლობა წლის ბოლომდე დარჩება. შემდგომი სხდომა ჩვენ საახალწლოდ გვექნება და უკვე იანვრიდან პრეზიდენტის ბრძანებულებით ახალი შემადგენლობა დამტკიცდება", - განაცხადა თევდორაძემ და აღნიშნა, რომ კომისიაში აუცილებლად იქნება ახალი სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დანარჩენი კიპრეზიდენტის პრეროგატივაა.
მასალის გამოყენების პირობები