ეგვიპტელმა სამართალდამცავებმა "ალ-ქაიდას" ხუთი ტერორისტი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე - შარმ-ეშ-შეიხში ტურისტებზე თავდასხმას აპირებდნენ.
ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, ტერორისტები აპირებდნენ თავდასხმას სასტუმროზე, სადაც მეტწილად ბრიტანელი ტურისტები ისვენებენ. ისინი ტერაქტის მოწყობას კათოლიკური შობის წინა დღეს გეგმავდნენ.
ტერორისტები ეგვიპტისა და დაზას სექტორის საზღვარზე დააკავეს. მათ თან აღმოაჩნდათ პისტოლეტები, ავტომატური იარაღი და გადასატანი სარაკეტო მოწყობილობა.
შარმ-ეშ-შეიხში ტერორისტული აქტის მცდელობა მას შემდეგ აღიკვეთა, რაც ალ-ქაიდას ლიდერმა აიმან აზ-ზავახირიმ თანამებრძოლებს აქტიურობისა და მძევლებად დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მოქალაქეების აყვანისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ ბრიტანეთის საგარეო უწყებამ საკუთარ მოქალაქეებს მისცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ ეგვიპტეში სინას ნახევარკუნძულიდან შესვლისგან.
ტერაქტი თავისი შინაარსით უნდა დამსგავსებოდა 2008 წელს ინდოეთიოს ქალაქ მუმბაიში მომხდარი ტეროროსტული აქტების სერიას. მაშინ პაკისტანიდან ინდოეთში ჩასულმა ტერორისტებმა რამდენიმე ადგილას მოაწყვეს ტერაქტი, რის შედეგადაც 166 ადამიანი დაიღუპა.
შგახსენებთ, რომ ალ-ქაიდას ლიდერმა აიმან ზავახარიმ მუსულმანებს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების გატაცებისკენ მოუწოდა. SITE -ს ინფორმაციით, რომელიც ისლამისტური საიტების მონიტორინგს ატარებს, ზავახარიმ თანამებრძოლებისადმი ორსაათიანი მიმართვა გაავრცელა. "ჩვენ მოვიწოდებთ მუსულმანებს, გაიტაცონ იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც მუსულმანებს ებრძვიან, რათა ამით ხელი შევუწყოთ ტყვედ მყოფი თანამოძმეების გათავისუფლებას" - განაცხადა ზავახარიმ. მან ასევე მოუწოდა თავის მომხრეებს, გააგრძელონ რევოლუცია ეგვიპტეში შარიათის კანონების შემოღებამდე. ასევე შეუერთდნენ სირიელ ამბოხებულებს, რომლებიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან.