„რომპეტროლ საქართველოს" ავტოგასამართ სადგურებზე რეაბილიტაციისა და ავტომატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებული და სრულად ავტომატიზირებულია 4 ბენზინგასამართი სადგური, ზაფხულის ბოლომდე კი მათ რიცხვს კიდევ ექვსი შეემატება. „რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის ინფორმ...
კომპანია „კარტლისის" მიერამერიკული კომპანია „პიონერის" სათესლე ხორბლისორი ახალი ჯიშის საცდელმა თესვამ საუკეთესო შედეგები აჩვენა. საადრეო და საგვიანო ჯიშის სათესლე ხობლების „ანაპოსა" და RP22R58-ის მოსავალმა, რაიონისა და ჯიშის გათვალისწინებითჰექტარზე3-5 ტონა შეადგინა. კომპანია „კარტლ...
პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გურიაში იმყოფება, ოზურგეთის რაიონის სოფელ ოზურგეთში ჩხარტიშვილების ოჯახს ესტუმრა და რაიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. უფასო ვაქცინაცი...
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს სანზონაში, ლიახვისა და ჩარგალის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების" ჯანდაცვის პროგრამა გააცნო. „ვისაუბრეთ „ქართული ოცნების" ჯანდაცვის პროგრა...
ახმეტის რაიონის სოფლებში მატანში, ზემო ხალაწანსა და ოჟიოში მგლების დახოცვის მიზნით უკვე რამდენიმე დღეა მონადირეები მორიგეობენ. „მტაცებლებისაქონელს ყოველდღე გვტაცებენ. რომ შებინდდება გარეთ ვერ გამოვდივართ, ქუჩაში დადიან", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ მატანის მაცხოვრებლებმა. მგლებმა ორი ...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებაში" უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის 16 პირის დაჯარიმების შესახებ, ძალაში დატოვა. "ქართუ ბანკის" 8 თანამშრომლისა და კოალიცია "ქართული ოცნების" 8 წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრებს სა...
,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' ბეშუმსა და დიდგორში მომხდარის გამო პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" ინფორმაციით, პრეზიდენტმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა საერო დღესასწაულები პარტიულ დღესასწაულებად აქცია, რისი...
ღრმაღელეში ავტომობილი აალდა. ექიმების მტკიცებით, აალებისას დაზარალებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი გუშინ მოხდა და პაციენტს სხეულის 30 პროცენტზე II-III ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის აალების მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი გაზის ბალონი იყო.
პოლიტიკური პარტიების მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიებს ინფორმაციის მისაღებად ს...
ხვალ, 15 აგვისტოს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) გამართავს ღონისძიებას, სადაც განიხილავენ, ქალის როგორც პოლიტიკოსის მიმართ საქართველოში არსებულ განწყობებსა და დამოკიდებულებას. ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლე...
"დემოკრატიული მოძრაობა" აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1992 წლის 14 აგვისტო ქვეყნის ისტორიაში დარჩება სამუდამო ტკივილად. "საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს შესისხორცებული ტრადიციები და ურთიერთთანაცხოვრების უდიდესი გამოცდილ...
ევროკავშირის ინიციატივით საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიზნით ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში განზრახულია შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეიმუშავებენ სახელმწიფო სტანდარტებს შემდეგი პროფესიებისთვის: შემდუღებელის; ელექტრიკოსის; მეფილე-მომპირკეთებელის; ზეინკალ-სანტექნიკოსის; ავ...
ვენის სადაზღვევო ჯგუფის 50 კომპანიის თანამშრომლების შვილებმა 25 ქვეყნიდან აგვისტოს ორი კვირა გაატარეს ავსტრიის საზაფხულო ბანაკებში. 500-მა ბავშვმა, მათ შორის 17-მა საქართველოდან, მონაწილეობა მიიღო სპეციალურად მათთვის შემუშავებულ გასართობ და შემეცნებით პროგრამაში. "მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლების ბავშვებსა...
თელავში, „ნაციონალური მოძრაობის" და კოალიცია „ქართული ოცნების" ახალგაზრდა აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები „ქართული ოცნების" აქტივისტებს გზაზე დახვდნენ, რუსეთის აგენტები უწოდეს და რუსული ფული მიაყარეს. ...
ბათუმში TRUMP TOWER -ის გაყიდვების ოფისის მშენებლობა იწყება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში განუცხადეს, ასოციაციის წევრი კომპანიის "Development Solutions"-ის მიერ წარმოდგენილი პროექტი, მიზნად ისახავს ბათუმში, (ბარბიუსის ქ. #6) TRUMP TOWER-ის გაყიდვების ოფისის მშენებლობას...