იანუკოვიჩის ორმა ვაჟმა, ოჯახებთან ერთად უკრაინა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დეპუტატი ოლეგ ლიაპშო ავრცელებს.
„ჩემმა წყაროებმა მაცნობეს, რომ დონეცკის აეროპორტიდან ორი თვითმფრინავი გაფრინდა, რომლებშიც იანუკოვიჩის უფროსი და უმცროსი ვაჟები და მათი ოჯახის წვერები ისხდდნენ",_ აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ბორისპოლის აეროპორტის ვიპ -ტერმინალთან ამჟამად რეგიონების პარტიის ორი დეპუტატი იმყოფება - სალდო და პოვალიი. ისინი სახალხო რისხვას გაურბიან.
„ვურჩევ არც დაბრუნდდნენ", _ აცხადებს დეპუტატი.
მასალის გამოყენების პირობები