უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელმა ევროპელ მინისტრებთან შეხვედრა შეწყვიტა და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დასარეკად გავიდა პუტინს კიევში რუსეთის წარმომადგენლის გამოგზავნა სთხოვა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს იკისრებს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
„ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება ამ მისიით კიევში ადამიანის უფლებების საკითხებში რწმუნებული ვლადიმერ ლუკინი გააგზავნოს", - იუწყება კრემლის პრესსამსახური.
მასალის გამოყენების პირობები