დღეს კიევში გამოცემა „სპორტანალიტიკის" 22 წლის ჟურნალისტი იგორ კოსტენკო მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ავრცელებს.
„სპორტანალიტიკის" ჟურნალისტი თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის დაიღუპა. ოქტომბრის სასახლეთან კიევში ის გარდაცვლილთა შორის ამოიცნეს. 22 წლის სტუდენტი-გეოგრაფი იგორ კოსტენკო ტერნოპოლის ოლქის მცხოვრები იყო",_ წერს გამოცემა და გარდაცვლილის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით კიევში 67 აქტივისტია დაღუპული.