საქართველოს პრეზიდენტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლეონიდ კოჟარას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო. უკრაინა, როგორც ეუთოს თავჯდომარე ქვეყანა, მზად არის ძალისხმევა არ დაიშუროს და გააქტიუროს თავის როლი რეგი...
კულტური სამინისტროს ინფორმაციით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, ხოლო ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან ამოღება დღეს გადაწყდა, რაც მათივე ინფორმაციით პროცესის დაწყებას ნიშნავს. "მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომ...
1-ელი სექტემბრიდან, სარეკლამო აბრებზე წარწერის გაკეთება ქართულ ენაზეც ხდება სავალდებულო. „რეკლამის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, წარწერა ქართულ ენაზე უნდა იყოს შესრულებული, თუმც ქართული წარწერა ინგლისურ ენაზე შესრულებულ წარწერასთან შედარებით შედარებით მსხვილი შრიფტით უნდა იყოს. „საქ...
20 ივნისს 11 საათიდან 15 საათამდე დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: სოფლების ბეთანიის, კოჯრის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის, მილ...
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ინფორმაციით, იუნესკომ ბაგრატი, გელათი და მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა. ამის შესახებ რურუა facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "იუნესკომ ბაგრატი, გელათი და მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა საკუთარი, 37-ე სესიის გადა...
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა კვირას, 23 ივნისს განადგურდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების განადგურების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომას ესწრებოდა. ,,პირადი ცხოვრების ამსახველი...
დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ემანუელ ჰატონსა და ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისი შემადგენე...
ხვალ, 19 ივნისს საქართველოს უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკი ეწვევა. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა ვოლებეკის ვიზიტი ორდღიანია და იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან. ,, იგი შეხვდება საქართველოს პრე...
საქართველოს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა 18 ივნისს ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს ჰაინც ფიშერს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ვენის ჰოფბურგის სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა ავსტრიის ფედერალურ პრეზიდ...
ყველაზე მტრულად განწყობილ ქვეყნად რუსეთის მოქალაქეები აშშ-ს მიიჩნევენ, ხოლო ყველაზე მეგობრულად განწყობილად ბელორუსს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია „ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მეგობრულად გამწყობილი ქვეყნების მეორე ადგილზე რუსეთის მოქალაქეებმა ყაზახეთი მოათავსეს...
ხვალ, 19 ივნისს, 11:00 საათზე, „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მინისტრი აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და ჟურნალისტების შეკი...
ერაყის დედაქალაქში ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. აფეთქების შედეგად დაჭრილია 30 ზე მეტი ადამიანი. ბოლო რამდენიმე თვეა მუსულმანურ მიმდიარეობებს - შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება ერაყშ...
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ყატარში მთავრობის წარმომადგენლები გაემგზავრებიან, რომლებიც მოძრაობა „თალიბანს" სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებენ. „როიტერის" ინფორმაციით, „თალიბანმა" უკვე გააკეთა განცხადება, ყატარში თავისი წარმომადგენლობის გახს...
,,ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში კრიზისში ნამდვილად არ არის", _განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ის კონგრესის სახელით მიღებული დოკუმენტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დადგენილება ჯერ სენატში არ განხილულა. "კონგრესი მრავალი წლის განმავლობაში ადევნებს თ...
,,აშშ-ის კონგრესის მიერ რეზოლუციის მიღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოზე ყურადღებითაა კონცენტრირებული", -განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტის კომენტირებისას ,, რეზოლუციის მიღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოზე ყურადღებითაა ...