უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი ბოევიკები ბოინგის ჩამოგდებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების გამო ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ. ბოევიკების ერთ -ერთი ლიდერი იგორ გირკინი (ზედმეტსახელად „სტრელოკი") აცხადებს, რომ ამ გამოძიების გამო ცეცხლი არ შეწყდება. ინფორმაციას ამის შესახენ ტერორისტების საინფორმაციო რესურსები ავრცელებენ.
მისი თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი ბოევიკების ზურგის სირღმეში იმყოფება და ამიტომაც გამოძიებას ხელი არ შეეშლება.
„საბრძოლო მოქმედებები მთელს ფრონტზე გაგრძელდება და ახლა შევაჩეროთ საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის ალყაშემორტყმული დაჯგუფების წინააღმდეგ არამიზანშეწონილია",_ განაცხადა გირკინმა.