ოპერაცია "თავდაცვის ზღვარის" დასაწყისიდან ტერორისტებმა ისრაელის მიმართულებით 1500 ჭურვი გამოისროლეს, რითაც საფრთხეში ჩააგდეს ისრაელის მოქალაქეების სიცოცხლე და ქვეყანას მრავალმილიონიანი ზარალი მოუტანეს.
ღამით, 18 ივლისს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანაიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა მოშე იაალონმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცეს. ოპერაციის მიზანი მიწისქვეშა გვირაბების განადგურებაა, რომელსაც ტერორისტები ღაზადან ისრაელის ტერიტორიაზე შემოსვლისთვის იყენებენ.
გუშინ დილით, 17 ივლისს ერთ-ერთი ასეთი გვირაბით ტერორისტები სუფას კიბუცის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის მიზნით გადმოიპარნენ. ისრაელის ჯარმა ამ მცდელობის ჩაშლა მოახერხა და თავდამსხმელების ნაწილი გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი "ჰამასის" მიერ ცეცხლის შესახებ ეგვიპტის შემოთავაზებაზე უარის თქმა და ისრაელის ქალაქების კვლავინდებური დაბომბვა გახდა.
ამას გარდა, "ჰამასმა" ჰუმანიტარული დაზავების პირობებიც დაარღვია და გაეროს მიერ ინიცირებული დახმარების დროს ისრაელის დაბომბვას აგრძელებდა. "ჰამასის" მუდმივი აგრესისსა და ტერირისტების ისრაელის ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო, ისრაელი ვალდებულია, იმოქმედოს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად.
ოპერაცია "თავდაცვის ზღვარი" გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ იქნება განადგურებული "ჰამასისა" და ღაზას სექტორში მოქმედი სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ინფრასტრუქტურა, რაც ისრაელის მოქალაქეებისთვის ხანგრძლივი სიმშვიდის აღდგენის შესაძლებლობას გააჩენს.
ჰუმანიტარული ზავი
გაეროსა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების თხოვნის თანახმად, 17 ივლისის დილას, 10-დან 15 საათამდე ისრაელის თავდაცვის ჯარმა ზავი გამოაცხადა და გააფრთხილა "ჰამასი", რომ ქმედებებს არ განაახლებდა, თუმცა ღაზადან მომავალ აგრესიას საკადრის პასუხს გასცემდა.
ორი საათის შემდეგ ტერორისტებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შედეგადაც ისრაელელი ჯარისკაცის დაიჭრა. 15:01 ტერორისტებმა მასობრივი დაბომბვები გააგრძელეს.