უკრაინამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დახურა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა გუშინდელი დღიდან, ბოინგ -777 -ის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქის ნაწილის თავზე საჰაერო სივრცე დახურა", - განაცხადეს სამინისტროში.
უკრაინის საავიაციო სამსახურის მესვეურების განცხადებით, კარასტროფის მიზეზების გამოსაძიებლად მოწვეულნი არიან იმ ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლები, რომელთა მოქალაქეები ბოინგის ბორტზე იმყოფებოდნენ.