ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. სახლემეთო ჯარები ჯავშანტექნიკისა და ავიაციის მხარდაჭრით სექტორში სამი მიმართულებით შევიდნენ.
სამხედროების განცხადებით, სახმელეთო ფაზა ოპერაცია „ურღვევი კლდის" გაგრძელებაა, რომელსაც ისრაელის არმია უკვე მეორე კვირაა სექტორის ტერიტორიაზე ატარებს.
„ამ წუთებში ჩვენი სამხედროები მთელი სიმძლავრით მოქმედებენ და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ. ჩვენ მკაცრად გაწერილი ოპერატიული გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ და ვაპირებთ გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ მოძრაობა „ჰამასის" ტერორისტულ ინფრაქტრუქტურას",_ განაცხადა ძალოვანი უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა მოტი ალმოზმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახმელეთო შეჭრას მასირებული საარტილერიო მომზადება უძღვოდა წინ. რამდენიმე საათის განმავლობაში ისრაელისა და სექტორის საზღვრისპირა რაიონები მასობრივაფ იცხრილებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდეს დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი სახლები.
პარალელურად, ღაზას სექტორის რამდენიმე რაიონში შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება და ღაზას სექტორი თითქმის მთლიანად ჩაბნელდა. მას მხოლოდ მანათობელი ბომბები ანათებდა.
ისრაელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპერაციის მიზანი „ჰამასის" მხრიდან სარაკეტო იერიშების შეწყვეტა და იმ გვირაბების განადგურებაა, რომელთა მეშვეობითაც ღაზას სექტორში იარაღი კონტრაბანდული გზით შედის.
„ისრაელი ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების შესახებ, მას შემდეგ რაც „ჰამასმა" უარი განაცხადა მიეღო ეგვიპტის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ",_ ნათქვამია პრემიერ ბენიამი ნეთანიაღუს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადრე ისრაელმა ცეცხლი ორჯერ შეწყვიტა იმ იმედით, რომ კომპრომისი იქნებოდა მიღწეული. პირველად ცეცხლი ისრაელმა 6 საათის განმავლობაში ცალმხრივად შეწყვიტა. შემდეგი ზავი ხუთსაათიანი იყო. ორივე შემთხვევის დროს ისრაელის ქალაქების დამომბვა ბოევიკების მხრიდან არ შეწყვეტილა. ისრაელის მოქალაქეები კი მოითხოვდნენ მთავრობოსაგან დაუყოვნებლივი პასუხის გაცემას, ხოლო საზოგაოდებრივი აზრი უსლ უფრო და უფრო იხრებოდა იმისაკენ, რომ ქვეყანას სახმელეთო ოპერაცია დაეწყო.
„"ჰამასმა" გაეროს მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობები არ დაიცვა და ისრაელის დაცხრილვა დაზავების დროსაც განაგრძო. იმის გამო, რომ „ჰამასი" აგრესიას არ წყვეტდა და იმის გამო, რომ მისი ტერორისტები უკვე ისრაელის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ჩვენ ვალდებულნი ვიყავით ჩვენი მოქალაქეების დაცვისათის გვემოქმედა",_ ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივა „ჰამასმა" ისრაელი სახმელეთო შეჭრაში და კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა,
„ისრაელი თავისი მოქმედებების გამო მაღალ ფასს გადაიხდის. როგორც ჩანს მათ წინა ოპერაცისებისაგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. ჩვენ გულხელდაკრეფილნი ჯდომას და იმის ყურებას არ ვაპირებთ, თუ როგორ ჩადის ისრაელი სისულელეებს",_ აცხადებს „ჰამასის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი სამი აბუ-ზუხრი.
სახმელეთო ოპერაციის დაწყების მიუხედავად ისრაელის ქალაქების დამომბვა ღაზას სექტორის მხრიდან არ წყდება. საჰაერო განგაშის სირენა აშკელონშიმ აშდოტშიმ ბეერ-შევასა და თელ-ავივში ისმის.
ღაზას სექტორში ჯაღის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელის უსაფრთხოების საკითხების ვიწყო კაბინეტის მიერ იქნა მიღებული. მისმა ყველა მონაწილემ - რვავე მინისტრმა ღაზას სექტორში გადამწყვეტ მოქმედებებს მისცეს ხმა. თუმცა ჯერ კიდევ სამშაბათს ეს მინისტრები მზად იყვნენ ეგვიტის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებისათვის დაეჭირათ მხარი.
სწორედ მაშინ, ისრაელის ხელისუფლების მზაობამ წასულოყო „ჰამასთან" მოლაპარაკებებიზ ისრაელის მოქალაქეების მკვეთრი პროტესტი გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები