ბაზარზე კომპანია Samsung-ის პოზიციები, რომელსაც ბრძოლა ორი მიმართულებით უწევს, შეირყა. Samsung-ის პოზიციები, როგორც დაბალფასიანი ტელეფონების, ასევე ძვირადღირებული სმარტფონების ბაზარზე სუსტდება.
ის, რომ Samsung-ის პოზიციები შესუსტებულია Counterpoint-ის გამოკითხვებიც მოწმობს. სააგენტოს ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ კორეული მწარმოებელი ეტაპობრივად ბაზარს ჩინურ Android-სმარტფონებს და iPhone-ს უთმობს.
მაგალითისთვის, iPhone 5S-ის გაყიდვებმა, რომელიც გაყიდვაში 2013 წლის სექტემბრიდან გამოვიდა, მხოლოდ მაისში 7 მლნ ერთეული შეადგინა. ეს იმ ფონზე, როდესაც Samsung-მა მხოლოდ მაისში 5 მლნ ერთეული Galaxy S5-ის რეალიზება მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები