პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777, რეისით ამსტერდამი-კუალა-ლუმპური ჩამოვარდნის გამო და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს,როემლსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
,,შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 კატასტროფის გამო. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჰოლანდიის,მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენთვითმფრინავის ბორტზე. მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩატარდეს გამოძიება და სათანადო შეფასება მიეცეს ამ ტრაგედიას", - ნათქვამია განცხადებაში.