ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა მარკ რიუტტემ განაცხადა რომ სამეფო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი კატასტროფის გამო გლოვობს. „მშვენიერი ზაფხულის დღე უფრო ტრაგიკულად ვერ დასრულდებოდა", - განაცხადა მან ამსტერდამის აეროპორტში.
„ბოინგი დასახლებულ პუნქტ სნეჟნოესთან ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 283 ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა",_ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი ჩამოაგდეს. უკრაინის ხელისუფლა და სეპარატისტები თვითმფრინავის ჩემოგდებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ნიდერლანდების 154 მოქალაქე, 27 ავსტრალიელი, 23 მალაიზიელი, 11 ინდონეზიელი, 6 ბრიტანელი, 4 გერმანელი, 4 ბელგიელი, 3 ფილიპინელი და 1 კანადელი. დანარჩენი დაღუპულების ეროვნება და მოქალაქეობა ჯერ უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები