საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი", რეისით დუბაი-თბილისი, სომხეთის მოქალაქე ა . მ. ჩამოფრინდა. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, Apple iPhone 5s - 41 ცალი აღმოაჩინეს. საქონლის ს...
სარფში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქის საბაჟო შემოწმებისას საბრძოლო ვაზნები აღმოაჩინეს. კერძოდ, სგპ „სარფის" ტერიტორიაზე თურქეთიდან შემომავალი თურქეთის მოქალაქის ს. ი.-ს კუთვნილ ავტომანქანაში არადეკლარირებული საქონელი, ცეცხლსასროლი იარაღის 21 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს. ...
ხუდოჰესი საქართველოს მომავლისთვის რომ უმნიშვნელოვანესი პროექტი და რომ უნდა აშენდეს, ამაზე საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება. ასევე ყველა თანხმდება,რომ არსებული პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს და მიტინგებსა თუ კრებებზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები არ უნდა წყდებოდეს. „ჩემი ...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის მზად არის თავის ქართველ კოლეგას შეხვდეს იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი ამის სურვილს გამოთქვამს. რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ვლადიმერ პუტინი სოჭის მედიაცენტრს სტუმრობდა. მედიაცენტრის დათვალიერებისას მას ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა აპირებს თუ არ...
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას საქართველოსადმი უპირობო და ძლიერ მხარდაჭერად აფასებს. ,,პრემიერ-მინისტრს კონგრესმენებთან და სენატორებთან გვქონდა შეხვედრები მიუნხენის კონფერენციაზე და ვიცოდით, რომ ანალოგიური მხარდაჭერა მზადდებოდა. ეს მისასალმებელია და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას...
პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა გიორგი გორგილაძემ ქალაქ პორტოში შეხვედრები გმართა. ელჩი ქალაქ პორტოს მერს რუი მურეირას შეხვედა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ერთობრივი პროექტების განხორციელების შე...
ბათუმის ცენტრში სასტუმროს კომპანია „მეგაპალასი" ააშენებს. კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ 1767 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ობიექტში, რომელიც გან...
დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით თბილისის მერიიის განცხადებას იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით ჯინჭარაძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობას სურვილია, დედაქალაქის ბიუჯეტის მიღებულ იქნას, თუმცა ეს უნდა იყოს ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილიც კითხვის ნიშნებს არ იწვევს. აქედან გამ...
10 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს. რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველო-თურქეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ...
საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვართან მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა 16:06 საათზე დააფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 5, 4 მაგნიტუდა შეადგინა. ,,მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, შემახადან 50 კილომეტრში და საქართველოს უკიდურეს აღმოსავლე...
რუმინეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე სტეფან ოპრეასა და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხე...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ინოვაცია შესთავაზა საბანკო სექტორს. დღეიდან ქართულ საბანკო სისტემაში მომსახურების გაწევის ახალი ფორმა - ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა. ახალ ინიციატივას პროექტის საწყისი ეტაპიდანვე პროკრედიტ ბანკი შეუერთდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში და ...
პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მისი მოადგილის მარინა მიზანდარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა. გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ მარინე მიზანდარი საუბრობდა ულტიმატუმის ენით და მისი მუშაობის სტილი არ იყო დაფუძნებული გუნდურობის პრინციპზ...
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მედიაციის ღია კარის დღე გაიმართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოდან აცნობეს პროექტის პრეზენტაციას სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს უზენაეს...
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუმინეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა რუმინეთის სენატის სპიკერთან, კრინ ანტონესკუსთან გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარლამენტის დელეგაციის წევრები: რუმინეთის ...