უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შესახებ, ბრძანება მიიღეს.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და თავდაცვის მინისტრის თანაშემწე, იური ბირიუკოვი ,,ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, ბ სექტორში უკრაინის ჯარის ყველა დაჯგუფებამ ბრძანება მიიღო და სეპარატისტთა პოზიციის წინააღმდეგ მასობრივი ცეცხლი გახსნა.
ცოტა ხნით ადრე, სპეცოპერაციების შტაბმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ შაბათს საღამოდან სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროების პოზიციის წინააღმდეგ ცეცხლი 28-ჯერ გახსნეს.
დონეცკის სეპარატისტულ შტაბში კი აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შწყვეტის შესახებ შეთანხმება გასულ დღე-ღამეში 32-ჯერ დაარღვიეს.
დონეცკში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.