უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, იერიში 29 ნოემბრის ღამეს, შორი მოქმედების დრონებით განხორციელდა.
უკრაინული დაზვერვის ცნობით, საწარმოს ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
„კუიბიშევაზოტი“ რუსეთის ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. უკრაინული დაზვერვის განცხადებით, ქარხანა ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს, ასევე მაღალი სიბლანტის პოლიამიდებს, რაც სარაკეტო წარმოებაში გამოიყენება
უწყების შეფასებით, საწარმო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
რუსეთის სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა დაადასტურა, რომ რეგიონში ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მისი მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.