,,Charlie Hebdo"- ს ფურცლებზე გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურების გამო ნიგერიაში უკვე სამი დღეა არეულობა მიმდინარეობს.
ქვეყნის დედაქალაქ ნიამეესა და სიდიდით მეორე ქალაქ ზინდერეში ამბოხებულები ქრისტიანულ ეკლესიებს წვავენ და თავს ესხმიან იმ ოფისებსა და მაღაზიებს, სადაც ფრანგები ან ქრისტიანები მუშაობენ.
თავდასხმებისა და დარბევების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ქუჩებში გამოსული მუსულმანი მოსახლეობის შსაკავებლად ორივე ქალაქში პოლიციას განსაკუთრებული ძალის გამოყენება უხდება.
სამართალდამცავებმა ცრემსადენი გაზი გამოიყენა სამასამდე შეკრებილის წინააღმდეგ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და ნიმაეეში, პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები