კივეში, მაიდანზე ერთიანობისა და სოლიდარობის მარშის მონაწილე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.
ისინი ქუჩაში ვოლნოვახის ტრაგედიის გამო გამოვიდნენ.
მარშს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, რომელბიც მაიდანზე, ამ წუთებში ვოლნოვახში, ავტობისის დაცხრილვის შედეგად დაღუპული 13 მშვიდობიანი მოქალაქის სულის მოსახსენებელ ლოცვებს კითხულობენ.
აღსანიშნავია, რომ ლოცვებს უკრაინაში არსებული სხვადსხვა რელიგიური კონფესიის მოძღვრები რიგ-რიგობით კითხულობენ.
რუსი ტერორისტების მსხვერპლთა პატივსაცემად მოწყობილ მარშში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმაც მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები