პალესტინაში საქმიანი ვიზიტით ჩასულ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის კორტეჟს პალესტინელმა დემონსტარნტებმა კვერცხები და ფეხსაცმელები ესროლეს.
საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ ბერდი რამალაში თავის პალესტინელ კოლეგასთან შესახვედრად ჩავიდა.
მისი ვიზიტი მოძრაობა ,,ფათხის" აქტივისტებმა გააპროტესტეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანადა ისრაელის პოზიციას იზიარებს.
ჯონ ბერდი რეგიონს ხუთი დღით ეწვია და ვიზიტის ფარგლებში, როგორც პალესტინის, ასევე ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები