დონეცკის ქალაქის ხელძღვანელობის ინფორმაციით, დღის განმავლოვაში დაღუპულია ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და ორი ბავშვი.
დონეცკის სამხარო პოლიციის სამმართველოს უფროსი ვიაჩესლავ აბროსკინი იტყობინება, რომ უგლეგორსკს ტერორიტები „გრადის" გამოყენებით ბომბავენ.
„ერთ-ერთ სახლს ბომბი მოხვდა, რის შედეგადაც 7 და 16 წლის ძმები დაიღუპნენ. მძიმე მდგომარეობაშია მათი 8 წლის და", - აცხადებს აბროსკინი.
მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება გოგონას კრამატორსკში გადაყვანის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ეს რამდენად მოხეხდება.