კიევში ტერორიზმის მსხვერპლთა პატივსაცემად დღეს კიევში სოლიდარობისა და ერთიანობის მარში გაიმართება.
ამის შესახებ ,,ბლოკი პეტრე პოროშენკოს" პრეს-სამსახური იტყობინება.
მსვლელობას, რომელიც სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკზე" დაიგეგმა, უკვე ათეულობით ათასი ადამიანი შეუერთდა.
მარში კიევში ტარას შევჩენკოს სახელობის პარკიდან და მიხაილოვის მოედნიდან დაიწყება და მაიდანზე დამთავრდება, სადაც ლოცვებს წაიკითხავენ, სანთლებს დაანთებენ და დაღუპულების პატივსაცემად ყვავილებს დააწყობენ.
უკრაინელი პოლიტოლოგის ალექსეი გარანის განცხადებით, მსვლელობაში მონაწეილეობას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა, ვლადიმერიც მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები