1961 წელს, ორ ქვეყანას შორის გაჩენილი უთანხმოების შემდეგ, აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ჰავანაში პირველად ჩავიდა.
დემოკრატიული პარტიიდან წარდგენილი სენატორები და პალატის წევრები კუბის ხელისუფლებასა და საზოგადო მოღვაწეებთან მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საჭირო პრაქტიკულ ზომებზე იმსჯელებენ.
,,არაოფიცილაური ვიზიტით, ჩვენ ყველა ნამყოფი ვართ კუბაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბარაკ ობამას პოლიტიკას კუბასთან დაკავშირებით." - განაცხადა ჰავანაში ჩასვლისთანავე ამერიკელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა პატრიკ ლიხიმ.
გასული წლის 17 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ერთობლივ ტელეგამოსვლაში ვაშინგტონსა და ჰავანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ისაუბრეს.
2015 წლის 13 იანვარს კი კუბის ხელისუფლებამ აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში 53 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. რის შემდეგაც, მათი თქმით, კუბის ციხეებში დისიდენტები აღარ დარჩნენ.
16 იანვრიდან ძალაში შევიდა კუბაში ამერიკელების გამგზავრების და ვაჭრობის ახალი წესები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მოქალაქეებს შეუძლიათ საკრედიტო ბარათებით შეზღუდვის გარეშე ისარგებლონ და ქვეყნიდან 100 დოლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი ან თამბაქოს ნაწარმი გაიტანონ. რაც ფაქტობრივად, კუბური სიგარის იმპორტზე აკრძალვის სრულ გაუქმებას ნიშნავს.
ამერიკულ ფირმებს მობილური ტელეფონის ექსპორტირების და ინტერნეტის გამოყენებით მათი პროგრამული უზრუნველყოფის უფლებაც ეძლევათ.
ასევე, ამერიკელ ბიზნესმენებს კუბის კერძო სექტორსა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადების ნებას რთავენ.
ორ ქვეყანას შორის მოქმედი სანქციების სრულად მოხსნის კომპეტენცია სწორედ ამერიკის კონგრესის ხელშია, ამიტომ კონგრესმეთა დელეგაციის კუბაში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს.
პირველი სახელისუფლებათაშირისო მოლაპარაკებები 21-22 იანვარს ჰავანაში გაიმართება.