აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ჩინეთს მეტი ნავთობი და ბუნებრივი აირი მიჰყიდოს, თუ პეკინი რუსეთიდან შესყიდვებს შეამცირებს.
ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
რაიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის „ურთიერთსასარგებლო გარიგებების უზარმაზარი პოტენციალი“ არსებობს.
მან აღნიშნა, რომ აშშ მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია, ხოლო ჩინეთი - უმსხვილესი იმპორტიორი.
„შეერთებულ შტატებს დიდი პოტენციალი აქვს, გააფართოვოს ჩვენი როლი სამხრეთ კორეისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბირთვული ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით“, - განაცხადა კრის რაიტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზიაში ვიზიტს რამდენიმე კვირაში გეგმავს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ კვირაში კონტინენტზე დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ.
სი ძინპინთან შეხვედრამდე, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ საუბარს გეგმავდა.
როგორც ცნობილია, ზოგიერთმა ჩინურმა სახელმწიფო ნავთობგიგანტმა შეაჩერა ზღვით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის შესყიდვები მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა „რუსნეფტსა“ და „ლუკოილს“.