ოსკაროსანი მსახიობი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი უკრაინის ქალაქ ხერსონში ჩავიდა. ამის შესახებ საქალაქო საბჭოს ყოფილმა წევრმა ვიტალი ბოჰდანოვმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მსახიობს უკრაინული სიმბოლოებიანი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი აცვია.
მედიის ცნობით, მსახიობმა ქალაქის სამედიცინო დაწესებულებები მოინახულა, მათ შორის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიზიტი საქველმოქმედო დახმარების პროგრამის ფარგლებში იყო ორგანიზებული.
მსახიობი უკვე იმყოფებოდა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დროს. 2022 წლის აპრილში ანჯელინა ჯოლი ჰუმანიტარული მისიით ლვოვს ეწვია.