ფილიპინებში ტაიფუნ Kalmaegi-ს შედეგად სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად არის მიჩნეული. იუწყება Bloomberg
ტაიფუნის გამო ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლები ატოვა, რადგან მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები დატბორა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ დაღუპულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა სებუს ცენტრალურ პროვინციაში დაფიქსირდა, რომელიც ჯერ კიდევ აღდგენით პროცესშია ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ფილიპინების სამხედრო ძალების ცნობით, ტაიფუნის შედეგად დაზარალებულთა სამაშველო სამუშაოებში მონაწილე საჰაერო ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა.
სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, კიდევ 26 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.