ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • პეკინში მოწევა აკრძალეს

    პეკინში მოწევა აკრძალეს

    ჩინეთის დედაქალაქში თამბაქოს მოხმარების კანონი გამკაცრდა. ახალი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა კატეგორიულად იკრძალება. მათ, ვისაც სკოლებსა და საავადმყოფოებთან თამბაქოს მოწევისთვის დააკავებენ, ჯარიმის სახით 32 დოლარის გადახდა მოუწევთ. დღემდე ჯარიმის თანხა 1,6 დოლარს შეადგენდა.  ...

    01 ივნისი 2015, 10:07
  • ტოკიოში ხანდაზმული ქალბატონის ცხედარი ჩემოდანში აღმოაჩინეს

    ტოკიოში ხანდაზმული ქალბატონის ცხედარი ჩემოდანში აღმოაჩინეს

    იაპონიის დედაქალაქში მოხუცი ქალბატონის ცხედარი ჩემოდანში აღმოაჩინეს. ჩემოდანი რკინიგზის სადგურის ტვირთის შემნახავ განყოფილებაში ერთი თვის წინ ჩააბარეს. მას შემდეგ კი, რაც ტვირთს არავინ მოაკითხა, სეიფი პოლიციამ გახსნა. სამართალდამცავები ცხედრის იდენტიფიკაციას ცდილობენ.  

    01 ივნისი 2015, 10:02
  • პეტრეუსი: ჯიჰადისტებს არამხოლოდ იარაღი, არამედ პოლიტიკური მეთოდებიც უნდა დავუპირისპიროთ

    პეტრეუსი: ჯიჰადისტებს არამხოლოდ იარაღი, არამედ პოლიტიკური მეთოდებიც უნდა დავუპირისპიროთ

    ისლამური სახელმწიფოს შეჩერება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სამხედროსთან ერთად პოლიტიკურ მეთოდებსაც გამოვიყენებთ. ამის შესახებ აშს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯიჰადისტების დამარცხება მხოლოდ იარაღით შეუძლებელია, რადგანაც ისლამური სახელმწიფო რეგულარული არმიაა,...

    01 ივნისი 2015, 09:55
  • ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა

    ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა

    დღეს, 1-ელ ივნისს, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. სააგენტოს ხელმძღვანელობა ყველა თანამშრომელს ულოცავს ამ დღეს და მადლობას უხდის მკითხველსა და პარტნიორებს აღიარებისა და ერთგულებისთვის. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" 2005 წლის 1-ელ ივნისს დაიწყო მუშაობა. 10 წლის განმავლობა...

    01 ივნისი 2015, 09:17
  • საქართველოში ნინოობა აღინიშნება

    საქართველოში ნინოობა აღინიშნება

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დროს ტაძარში პატრიარქი არქიმანდრიტ ვახტანგ ლიპარტელიანს ნიკორწმინდის ეპის...

    01 ივნისი 2015, 09:13
  • თბილისში დღეს წვიმა და ელჭექია ნავარაუდები

    თბილისში დღეს წვიმა და ელჭექია ნავარაუდები

    დღეს ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები წვიმას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პროგნოზირებენ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთში 28 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში 27-დან 31 გრადუსამდე იმერყევებს. სინოპტიკოსები ასევე სეტყვას ვარაუდობენ. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღის ...

    01 ივნისი 2015, 09:10
  • სეტყვამ გორი დააზარალა

    სეტყვამ გორი დააზარალა

    კახეთის შემდეგ სეტყვამ გორის რაიონი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სოფელ ბერშუეთის მოსახლეობას სხვადასხვა სახის ჩითილები, ვენახები და ხეხილის ბაღები დაუზიანა. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ სტიქია (შარშანდელის მსგავსად) განმეორდა, ისინი კვლავ მოსავლის გარეშე დარჩებიან.

    01 ივნისი 2015, 09:05
  • დონბასში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

    დონბასში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

    დონბასში კვლავ სროლის ხმა ისმის. სეპარატისტთა განცხადებით, მარინკის დასახლებულ რაიონთან შეტაკებებს 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ერთი კი ტყვედ აიყვანეს. დონეცკის მილიციის უფროსის, ილია კივას მტკიცებით, მარინკაში შეღწევა დივერსანტთა 15 კაციანმა ჯგუფმა სცადა, თუმცა მათი შეტევა მოგერიებუ...

    01 ივნისი 2015, 09:01
  • პუშკოვი: ნატოში უკრაინის გაწევრიანება შეუძლებელია

    პუშკოვი: ნატოში უკრაინის გაწევრიანება შეუძლებელია

    პოროშენკოს მმართველობის პერიოდში უკრაინას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. „პოროშენკო მზადაა ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ უკრაინის შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია. ალიანს...

    01 ივნისი 2015, 08:55
  • კარდაშიანი ფეხმძიმედაა

    კარდაშიანი ფეხმძიმედაა

    ცნობილი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ფეხმძიმედაა. ამის შესახებ მან ახალი რეალითი შოუს, „კარდაშიანების ოჯახის“ ანონსში განაცხადა. 34 წლის კიმისა და 37 წლის რეპერ კანიე უესტისთვის ეს მეორე ბავშვი იქნება. მათი პორველი ქალიშვილი ნორტ ვესტი 2013 წელს დაიბადა. წყვილმა გოგონა იერუსალიმის სომხურ ეკლესიაშ...

    01 ივნისი 2015, 08:49
  • ევროპის ჩემპიონატზე თამბაქოს მოწევა აიკრძალა

    ევროპის ჩემპიონატზე თამბაქოს მოწევა აიკრძალა

    2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე თამბაქოს მოწევა იკრძალება. საგანგებო განცხადებას უეფა საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის 10 სტადიონზე, სადაც ევროპის პირველობის თამაშები უნდა ჩატარდეს, თამბაქოს მოწევას ვერავინ შეძლებს. ახალ განაწესს 6 ათასზე მეტი მოხალისე გააკონტრ...

    01 ივნისი 2015, 08:44
  • იუნკერი ურბანს დაემუქრა

    იუნკერი ურბანს დაემუქრა

    ევროკომისიის თავმჯდომარე უნგრეთს ევროკავშირიდან გარიცხვით დაემუქრა. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ურბანი ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენის აღდგენას მხარს დაუჭერს. სასიკვდილო განაჩენის აღდგენის ინიციატივით პრემიერი ურბანი ერთი თვის წინ გამოვიდა, რასაც ბრიუს...

    01 ივნისი 2015, 08:38
  • პარლამენტი დღეს სუბარის ანგარიშს მოისმენს

    პარლამენტი დღეს სუბარის ანგარიშს მოისმენს

    პარლამენტში დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ანგარიშს მოისმენენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმციას თავად უწყების ხელმძღვანელი წარადგენს. სოზარ სუბარი დაგეგმილ ღონისძიებებზედაც ისაუბრებს. ...

    01 ივნისი 2015, 08:32
  • სენაკისა და ზუგდიდის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ

    სენაკისა და ზუგდიდის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ

    საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხმის დათვლის პროცესი დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცენტრალურმა საარჩვნო კომისიამ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გვიან ღამით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართ...

    01 ივნისი 2015, 08:29
  • ციხეში გარდაცვლილი ირაკლი სურმანიძე ბათუმში გადაასვენეს

    ციხეში გარდაცვლილი ირაკლი სურმანიძე ბათუმში გადაასვენეს

    სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული ირაკლი სურმანიძე გარდაცვლილი საკანში ოპოვეს. ის უკვე გადაასვენეს ბათუმში. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი...

    01 ივნისი 2015, 08:25