საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხმის დათვლის პროცესი დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცენტრალურმა საარჩვნო კომისიამ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გვიან ღამით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, სენაკში ამომჩეველთა აქტივობამ 74% შეადგენდა, ხოლო ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობა ელექტორატის 63%მა მიიღო. მისივე თქმით, არჩევნებმა ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.