სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული ირაკლი სურმანიძე გარდაცვლილი საკანში ოპოვეს. ის უკვე გადაასვენეს ბათუმში. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. გარდაცვლილის ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი სურმანიძე მიმდინარე წლის 14 მაისს ნარკოტიკების უკანონოდ შენახვა-შეძენის მუხლით დააკავეს, თუმცა ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. ახლობლები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.