პოროშენკოს მმართველობის პერიოდში უკრაინას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. „პოროშენკო მზადაა ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ უკრაინის შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია. ალიანსის წევრებისთვის ცხადია, რომ უკრაინას მათთვის არაფრის მიცემა შეუძლია, გარდა პრობლემებისა,“-აღნიშნა პუშკოვმა.