დონბასში კვლავ სროლის ხმა ისმის. სეპარატისტთა განცხადებით, მარინკის დასახლებულ რაიონთან შეტაკებებს 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ერთი კი ტყვედ აიყვანეს. დონეცკის მილიციის უფროსის, ილია კივას მტკიცებით, მარინკაში შეღწევა დივერსანტთა 15 კაციანმა ჯგუფმა სცადა, თუმცა მათი შეტევა მოგერიებულ იქნა.