ჩინეთის დედაქალაქში თამბაქოს მოხმარების კანონი გამკაცრდა. ახალი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა კატეგორიულად იკრძალება. მათ, ვისაც სკოლებსა და საავადმყოფოებთან თამბაქოს მოწევისთვის დააკავებენ, ჯარიმის სახით 32 დოლარის გადახდა მოუწევთ. დღემდე ჯარიმის თანხა 1,6 დოლარს შეადგენდა.