ევროკომისიის თავმჯდომარე უნგრეთს ევროკავშირიდან გარიცხვით დაემუქრა. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ურბანი ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენის აღდგენას მხარს დაუჭერს. სასიკვდილო განაჩენის აღდგენის ინიციატივით პრემიერი ურბანი ერთი თვის წინ გამოვიდა, რასაც ბრიუსელი დაუშვებლად მიიჩნევს.