პოროშენკოს საყვარელიძის დანიშვნა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე სურდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია ICTV-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე მას ანტიკორუფლიული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ვხედავდი, თუმცა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტი შევთავაზე...
რუსეთი ეომება უკრაინას და ეს აბსოლუტური ფაქტია. ამის შესახებ ოდესის ვიცე-გუბერნატორმა მარია გაიდარმა განაცხადა. მისივე თქმით, „ეს ომი ორმაგად ამორალურია, რადგანაც რუსეთი მასში მონაწილეობას არ აღიარებს.“ „რუსეთი უკრაინას ეომება. უკრაინაში იბრძვიან რუსი ჯარისკაცები და იღუპებიან. შესაძ...
ისლამური სახელმწიფოს მეთაური საკუთარ მებრძოლებს სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეოების გავრცელებას უკრძალავს. აბუ ალ ბაღდადის განმარტებით, გადაწყვეტილება მან იმ მუსლიმანთა აზრის გათვალისწინებით მიიღო, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ბავშვებს ასეთი ვიდეოები აშინებთ. ბოლოს სიკვდილით დასჯის შემზარავი კადრები ჯიჰადისტებ...
დნეპროპეტროვსკში მასშტაბური ანტისახელიწუფლო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ პოროშენკოს გადადგომა მოითხოვეს. მიტინგი საზოგადოებრივ მოძრაობა „სამოქალაქო პატრულის“ მიერ იყო ორგანიზებული. მოგვიანებით დემონსტრანტებს ნაციონალისტთა ჯუფი დაუპირისპირდა. ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად ...
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ანბარის პროვონციაში ოლიმპიური სტადიონი ააფეთქეს. ტერაქტის მოსაწყობად მათ 3,5 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. აფეთქების შედეგად ერ-რამადის სტადიონი მთლიანად განადგურდა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის დედა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია. ვრცელი ინტერვიუ 73 წლის არისტი ციპრასმა ადგილობრივ გამოცემა „პარაპოლიტიკას“ მისცა. „ბოლო დროს ალექსისს თითქმის არ ძინავს. მას სხვა არჩევანი არც აქვს, რადგანაც ხალხის სამსახურშია, მაგრამ მისი რეჟი...
ლატვიის ახალ პრეზიდენტს, რაიმონდ ვეიონისს ჟურნალისტებთან რუსულად საუბარი აუკრძალეს. ამის შესახებ სახელმწიფო ენის კომისიის თავმჯდომარემ ანდრეი ვეისბერგსმა განაცხადა. მისივე თქმით, კომისიისთვის პრეზიდენტის მიერ მედიის წარმომადგენლებთან რუსულ ენაზე საუბარი მიუღებელია. თავად ვეიონისი აცხადებს, რომ ლატვიურ საზოგ...
სერფინგში სამგზის ჩემპიონს, მიკ ფენინგს თავს ზვიგენი დაესხა. გიგანტურმა ზვიგენმა ის დაფიდან გადააგდო. წყალში ჩავარდნილი სერფინგისტი მტაცებელს რამდენიმე წუთი იგერიებდა, შემდეგ კი მას მაშველები დაეხმარნენ. ინციდენტის შედეგად სპორტსმენი არ დაშავებულა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი სპიკერი გენადი სელეზნიოვი გარდაიცვალა. 63 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. სელეზნიოვი რუსეთის მეორე და მესამე მოწვევის სათათბიროს თავმჯდომარეობდა. მანამდე ის გაზეთ „პრავდას“ რედაქტორი იყო.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანთან შეთანხმების დოკუმენტი დასამტკიცებლად კონგრესს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტი 60 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობაში მყოფი რესპუბლიკელები საერთაშორისო ექვსეულის მიერ თეირანთან შეთანხმებას კრიტიკულად აფასებენ და დოკუმენტის მხარდაჭერ...
იემენში შეტაკებები გრძელდება. ბოლო 2 დღის განმავლობაში ადენში მიმდინარე შეტაკებებს 43 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მცხოვრებია. სამოქალაქო დაპირისპირება იემენში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუსიტმა ამბოხებულებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. სამთავრობო ძალებმა არაბული ქვეყნების კოალიციის ...
გაიდარის ფონდი საპრეზიდენტო გრანტს ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ელა პამფილოვამ განაცხადა. მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში საკონკურსო კომისია შეიკრიბება, რომელზეც 3 მილიონიანი გრანტის შეჩერების გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნება მიღებული. ფონდ „სოციალურ მოთხოვნის&ldquo...
19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები გახდა. ესპანელებმა ფინალში რუსები 2:0 დაამარცხეს. ანგარიში შეხვედრის 39-ე წუთზე ბორხა მაიორალმა გახსნა, 78-ე წუთზე კი მეორე ბურთი რუსების კარში მატიას ლეივამ შეაგდო. ევროპის ჩემპიონატი ესპანელ იუნიორებს მანამდე 2002, 2004, 2006, 2007, 2011, 2012 წლებში აქვთ ...
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები სან-მარინოდან სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრებმა დევისის თასზე წარმატებით იასპარეზა და მესამე ზონიდან მეორე ზონაში გადავიდა. გადამწყვეტი თამაში ესტონეთის ნაკრებთან შედგა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ჩოგბურთელი: საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაში...
თბილისის ზღვაზე დღეს ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნება. ათლეტების სოფელს, რომელშიც ოლიმპიური ფესტივალის დროს 4 000-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად გახსნის. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, ო...