საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები სან-მარინოდან სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრებმა დევისის თასზე წარმატებით იასპარეზა და მესამე ზონიდან მეორე ზონაში გადავიდა. გადამწყვეტი თამაში ესტონეთის ნაკრებთან შედგა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ჩოგბურთელი: საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე ასპარეზობდნენ. ნაკრებს ვლადიმერ გაბრიჩიძე ხელმძღვანელობს.