პოროშენკოს საყვარელიძის დანიშვნა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე სურდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია ICTV-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე მას ანტიკორუფლიული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ვხედავდი, თუმცა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტი შევთავაზე, რადგანაც საქართველოს პროკურატურაში რეფორმების ჩატარების დიდი გამოცდილება ჰქონდა“-აღნიშნა პოროშენკომ.