ისლამური სახელმწიფოს მეთაური საკუთარ მებრძოლებს სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეოების გავრცელებას უკრძალავს. აბუ ალ ბაღდადის განმარტებით, გადაწყვეტილება მან იმ მუსლიმანთა აზრის გათვალისწინებით მიიღო, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ბავშვებს ასეთი ვიდეოები აშინებთ. ბოლოს სიკვდილით დასჯის შემზარავი კადრები ჯიჰადისტებმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელეს. მასში 10 წლის მოზარდია დაფიქსირებული, რომელიც სირიალ ჯარისკაცს თავს კვეთს.