19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები გახდა. ესპანელებმა ფინალში რუსები 2:0 დაამარცხეს. ანგარიში შეხვედრის 39-ე წუთზე ბორხა მაიორალმა გახსნა, 78-ე წუთზე კი მეორე ბურთი რუსების კარში მატიას ლეივამ შეაგდო. ევროპის ჩემპიონატი ესპანელ იუნიორებს მანამდე 2002, 2004, 2006, 2007, 2011, 2012 წლებში აქვთ მოგებული.