რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი სპიკერი გენადი სელეზნიოვი გარდაიცვალა. 63 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. სელეზნიოვი რუსეთის მეორე და მესამე მოწვევის სათათბიროს თავმჯდომარეობდა. მანამდე ის გაზეთ „პრავდას“ რედაქტორი იყო.