ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ანბარის პროვონციაში ოლიმპიური სტადიონი ააფეთქეს. ტერაქტის მოსაწყობად მათ 3,5 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. აფეთქების შედეგად ერ-რამადის სტადიონი მთლიანად განადგურდა.