თარიღი    დრო

შოტლანდიის ციხესიმაგრეები სასტუმროებად გადაიქცევა

საქართველო, თბილისი - 17:16 11.15.2009 1128
როგორც ქვეყნის კულტურის მინისტრმა მაიკ რასელმა განაცხადა, შოტლანდიის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას არსებულ კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფოს ეკონომიკური და ტურისტული სფეროებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია. ინვესტორების მოზიდვის პროგრამის ფარგლებში შემუშავდება პროექტები, რომლებიც ისტორიული შენობების აღდგენას, განახლებასა და მათ რაციონალურ გამოყენებას ითვალისწინებს. კერძოდ კი, ხელისუფლება სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების სასტუმროებად გადაკეთებას გეგმავს. ბევრი უძველესი ნაგებობა არენდით გაიცემა და მათ გამოყენება მომგებიანი კომერციული პროექტებისთვის მოხდება. მთავრობის ინიციატივას სახელმწიფო ორგანიზაცია Historic Scotland  განახორციელებს. პოტენციურ ინვესტორებსა და მფლობელებს სპეციალური გიდები მოემსახურებიან, რომლებიც მსურველებს სახსრების დაბანდებისა და სამომავლო განვითარების სხვადასხვა ვარიანტებს შესთავაზებენ. პროგრამის პირველი ეტაპი იმ ისტორიული შენობების რევიზიას გულისხმობს, რომლებიც ახალი საინვესტიციო პროექტებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. შესაბამისი სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების წინასწარი სია კი ცნობილი ივნისში გახდება.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%