საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ათასობით ადამიანი საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის ყოველ ღამე გამოხატავს პროტესტს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.