გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მნიშვნელობასა და სამინისტროს სისტემაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეფიციტური სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მოზიდვა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტაჟიორს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე, ჩვენი გუნდის წევრებიც გახდებიან“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ახალგაზრდებს საჯარო სექტორში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვას.
2026 წლის 1 ოქტომბრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებას 80 ახალგაზრდა გადის.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან სამინისტროს სისტემაში სტაჟირება 87-მა ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 32 სამინისტროს სისტემაში დასაქმდა.