რუსეთის ქალაქ ორიოლში ქარხანა „პროტონი“ დაზიანდა. საწარმოს პროდუქციას შორის არის დეტალები, რომლებიც ბალისტიკურ და ფრთოსან საავიაციო რაკეტებში გამოიყენება. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ქალაქ ორიოლში ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ ქარხანა „პროტონზე“ თავდასხმა განხორციელდა. საწარმო კომპონენტებს რუსეთის შეიარაღებასაც აწვდის. ა.
ASTRA საკუთარი ღია წყაროებზე დაფუძნებული სადაზვერვო ანალიზის (OSINT) შედეგად იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე ქარხანა „პროტონი“ იყო. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა.
თავდასხმამდე რეგიონში სარაკეტო განგაში გამოცხადდა.
Exilenova+-ის ცნობით, რუსეთის ქალაქ ორიოლში ქარხანა „პროტონზე“ სარაკეტო დარტყმის შედეგად საწარმოო საამქრო მთლიანად განადგურდა.
„პროტონი“ ოპტოელექტრონული ტექნიკის, ნახევარგამტარული მოწყობილობებისა და LED-პროდუქციის შემუშავებასა და წარმოებაზე სპეციალიზდება.
არსებული ინფორმაციით, ქარხანა ელექტრონულ კომპონენტებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აწვდის, მათ შორის - რაკეტა „ისკანდერ-М“-ისა და საზენიტო-სარაკეტო-საქვემეხო კომპლექს „პანცირიისთვის", ასევე სხვა სამხედრო ტექნიკისთვის.