უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა გააგრძელებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან, მიუხედავად აშშ-ში მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარებული არჩევნების შედეგებისა.
ამის შესახებ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა კითხვის ფორმულირებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერი, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, არ იყო უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ზოგიერთ ასპექტი დგებოდა ეჭვქვეშ.
„ამიტომ, იმედი მაქვს, რომ უკრაინის წინააღმდეგი არ იქნება... რა თქმა უნდა, რაღაცაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები და ღირებულებები, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მუშაობა {ტრამპთან}“, - თქვა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ ამერიკელების გადასაწყვეტია და უკრაინის ხელისუფლება იმუშავებს ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელები აირჩევენ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ლიდერი მსოფლიოში", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.