ქართული ოცნება რუსული ოცნებაა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდნტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
„მე ძალიან დიდი ხანი ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი, რადგან ვთვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, ის პროროსული არის თუ არ არის - ბევრჯერ მკითხეს საზღვარგარეთ. ყოველთვის თავს ვიკავებდი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა. ახლა კი უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და ან ან სიტუაციაში ვართ, რომ რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი. დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა. ანუ, ქართული ოცნება რუსული ოცნებაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.